About Us

საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია “ბი აი თი“ (Business Intelligence Tecnologies) 2006 წლიდან ეხმარება მცირე, საშუალო თუ მსხვილ კომპანიებს მათი ბიზნესის განვითარებაში. ამას პროგრამული უზრუნველყოფის,  ინფორმაციისა და  ბიზნეს პროცესების ელექტრონული მართვის  უახლესი სისტემების დანერგვით ვახერხებთ.

განსაკუთრებული ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და სერვისების მიწოდებით, "ბი აი თი" ორიენტირებულია შექმნას პროდუქტებისა და სერვისების ისეთი კომბინაცია, რომელიც მორგებული იქნება თითოეული კლიენტის საჭიროებაზე.

კომპანია „ბი აი თი“-ის წარმატება ძირითადად დამოკიდებულია პროფესიონალი მენეჯერებისა და ტექნიკური კადრების ცოდნასა და გამოცდილებაზე. პროფესიონალი კადრების საშუალებით, კომპანია „ბი აი თი“ სთავაზობს კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას. იმ მიზნით, რომ გააუმჯობესოს საკუთარი შეთავაზებები. „ბი აი თი“ მუდმივად დებს ინვესტიციებს თანამშრომელთა განვითარებაში.

კომპანია „ბი აი თი“-ის თანამშრომლების უმეტესობა სერთიფიცირებულია და ფლობს გამოცდილებას პროექტების მართვაში, კონსალტინგში, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯმენტში, ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში, IT მენეჯმენტში, IT კონსალტინგში, პროფესიულ სერვისებსა და სხვა მიმართულებებში.

“ბი აი თი“  მსოფლიოს წამყვანი  IT კომპანიების სერთიფიცირებული და საიმედო პარტნიორია. ჩვენთან თანამშრომლობენ: Microsoft (Silver Certified Partner), Microsoft Dynamics, IBM, CISCO, Symantec, McAfee, Netcad, Autepra.