რა არის ERP?

კომპანიის რესურსების მართვა – ERP

საინფორმაციო ტექნოლოგიების განსაკუთრებულად სწრაფი განვითარების ეპოქაში წარმატებული ბიზნესის აუცილებელ ინსტრუმენტად იქცა ორგანიზაციის რესურსების მართვისა და დაგეგმვის ERP (Enterprise Resource Planning) სისტემები.

ERP არის ინფორმაციული სისტემა რომელიც ქმნის ერთიან ფუნქციონალურ გარემოს და მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მართოს კომპანია მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკების და სტანდარტების გამოყენებით.

ERP სისტემა ერთიან უწყვეთ ჯაჭვში აერთიანებს ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიის, წარმოების, მატერიალური მარაგების, დაგეგმარების, გაყიდვების, შესყიდვების, დისტრიბუციისა და სხვა ბიზნეს ერთეულების პროცესებს.
ERP სისტემა ახდენს კომპანიის მართვის კომპლექსურ ავტომატიზაციას, მაგრამ ეს მხოლოდ კომპიუტერული სისტემების დანერგვა როდია. ამ სისტემის დანერგვა ახალ მმართველობით კონცეპციაზე გადასვლაა, რომელიც თავის თავში გულისხმობს მართვის ახალი სტანდარტებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას. 

კომპანიაში აღრიცხვიანობის მოწესრიგება და კონსოლიდაცია სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ზუსტ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომპანიის განვითარების სცენარების დაგეგმარებისა და მოდელირების შესაძლებლობა ფინანსური საკითხების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა ხარჯების და შემოსავლების გეგმა/ფაქტიური ანალიზი, გადახრების კონტროლი რეალური თვითღირებულების და მოგების კონტროლის შესაძლებლობა წარმოების პროცესის ეფექტურობის გაზრდა და გამოშვებული პროდუქციის მომგებიანობის გაზდა კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობა კომპანიის მენეჯმენტისთავის და მლობელებისათვის მართეთ თქვენი ბიზნესი მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკის გამოყენებით!!! 

კომპანია “ბი აი თი” დაგეხმარებათ ბიზნეს პროგრამული სისტემის დანერგვის სრული ციკლის მანძლზე.

 Methodia ERP