Brand Logo

მოიზიდეთ კლიენტები

ბოლო, 20 - 30 წლის მანძილზე საოცარი ცვლილებები მოხდა ბიზნესის წარმოებაში. თანამედროვე სამყაროში კავშირების დომინანტური საშუალებები დაფუძნებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე. პოტენციური დამკვეთები ინტენსიურად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს სასურველი პროდუქტების და სერვისების შესაძენად. უფრო მეტიც, კლიენტებს ძალიან მოსწონთ ის, როდესაც მათ სთავაზობენ უფრო მეტს ვიდრე მოთხოვნილი ჰქონდათ. ციფრული ტრანსფორმაცია ერთად ერთი საშუალებაა ააწყოთ პროცესები ისე რომ დააკმაყოფილოთ კლიენტების მზარდი მოთხოვნები სწრაფად და ხარისხიანად. თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, სხვა აუცილებლად გააკეთებს.

გააძლიერეთ თანამშრომლები

შრომისა და თანამშრომლობის პირობებმა განიცადა ძლიერი ტრანსფორმაცია. დღეს დღეობით უფრო და უფრო მეტი კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს დისტანციური შრომის პირობებს. ერთის მხრივ ეს ამცირებს დამსაქმებლის საოფისე ხარჯებს და მეორეს მხრივ ეს ამცირებს თანამშრომლის გადაადგილების და სხვა სახის ხარჯებს. თუმცა ასეთი მიდგომა მოითხოვს თანამდროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. ციფრული ტრანსფორმაცია დაგეხმარებათ ასეთი საკითხების მოგვარებაში.

დახვეწეთ ოპერაციები

ბიზნეს პროცესები და ოპერაციები რომელიც მიმდინარეობს თქვენს ორგანიზაციაში მოითხოვს მუდმივ დახვეწას. ციფრული ტრანსფორმაცია გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიების ათვისებას რომლებიც გააუმჯობესებენ პროცესების მიმდინარეობას ორგანიზაციაში და ასევე შეამცირებენ ხარჯებს. მაგალითისთვის თუ ოფისში დანერგავთ ტემპერატურის მაკონტროლებელ მოწყობილობებს და ეს მოწყობილობები დამოუკიდებლად უხელმძღვანელებენ გაგრილების და გათბობის სისტემებს, მაშინ ოფისში ტემპერატურა მუდმივად კომფორტული იქნება და ამავე დროს შემცირდება კომუნალური ხარჯები.

განავითარეთ პროდუქტები

სამყარო მუდმივ იცვლება. საზოგადოებაც მუდმივ ცვლილებას განიცდის. იცვლება მოთხოვნები პროდუქტების და სერვისების მიმართ. აუცილებელია ამ პროცეს ფეხი აუწყოთ. აუცილებელია თქვენი პროდუქტების და სერვისების ცვლილება ისე რომ ისინი პასუხობდნენ თანამედროვე მოთხოვნებს. გარდა ამისა აუცილებელია ამ პროდუქტების და სერვისების შეთავაზების ახალი არხების მოძიება და განვითარება. ყველა საშუალება რომელიც დრეს არსებობს ამის წარმატებით განსახორციელებლად არის ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. ციფრული ტრანსფორმაცია არის ერთად ერთი გზა წარმატებისკენ.