Brand Logo

როგორ შევიძინოთ

როგორ შევიძინოთ

ლიცენზირების სქემები

Microsoft Dynamics NAV-ისთვის და Microsoft Dynamics CRM-ისთვის არსებობს ლიცენზირების სამი განსხვავებული პრინციპი:
1. საკუთრებაში (On Premise) – ეს სქემა ითვალისწინებს ლიცენზიების შეძენას, რის შედეგადაც ლიცენზია გადადის საბოლოო მომხმარებლის სამუდამო საკუთრებაში. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა განთავსდეს საბოლოო მომხმარებლის IT ინფრასტრუქტურაში.

შენიშვნა: ასეთი სქემის დროს თუ მომხმარებელი ყოველწლიურად იხდის ე. წ. BREP-ს (Business Ready Enhancement Plan), რომელიც წარმოადგენს შეძენილი ლიცენზიების 16%-ს, მაშინ პროდუქტის ყოველი ახალი ვერსია უფასოა.


2. ხელმოწერა (Subscription) - ეს სქემა ითვალისწინებს ხელმოწერას ლიცენზიებზე. ხელმოწერის თანხის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად. პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა განთავსდეს საბოლოო მომხმარებლის IT ინფრასტრუქტურაში ან სხვა რომელიმე IT ინფრასტრუქტურის მომწოდებელ კომპანიის ინფრასტრუქტურაში.


3. ღრუბელი (Cloud) – ეს სქემა მსგავსია ხელმოწერის სქემის. ხელმოწერის თანხის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად. პროგრამული უზრუნველყოფა აუცილებლად განთავსებულია კომპანია Microsoft-ღრუბელში.

შენიშვნა: ღრუბელში გაყიდვა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოს რეგიონისთვის.


ფასწარმოქმნა

Microsoft Dynamics NAV-ის და Microsoft Dynamics CRM-ის დანერგვის პროექტების ფასწარმოქმნას განაპირობებს ორი ძირითადი კომპონენტი:
1. ლიცენზიების ღირებულება - დამოკიდებულია პროდუქტის სასურველი პაკეტების და ერთდროული მომხმარებლების რაოდენობაზე.
მაგალითად Microsoft Dynamics NAV-ის შემთხვევაში არსებობს საწყისი პაკეტი და გაფართოებული პაკეტი.
2. დანერგვის პროექტის ღირებულება - დამოკიდებულია დასანერგი მოდულების რაოდენობაზე და დანერგვის პროცესის სირთულეზე.
დანერგვის სირთულე ძირითადად განპირობებულია ხოლმე დამკვეთის მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნებით.

როგორ შევიძინოთ

თუ დაინტერესებული ხართ ERP ან CRM-სისტემების შეძენით საჭიროა:
1. დაგვიკავშირდეთ ჩვენ.
2. განვიხილოთ თქვენი მოლოდინები და საჭიროებები.
3. დავადგინოთ მომხმარებლების რაოდენობა.
4. დავადგინოთ დასანერგი მოდულების ფარგლები.
ამ პროცედურების შემდეგ ჩვენ მოგაწვდით მოსალოდნელი პროექტის ღირებულების დეტალურ ანგარიშს.

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია:

ახმეტელის 10ა.
თბილისი, 0159 , საქართველო.

ტელ.:+995 (32) 2 609 409

+995 (32) 2 443 336

+995 (32) 2 521 650

ელ. ფოსტა: bit@bit.ge