Brand Logo

საერთაშორისო გამოცდილება

სიახლეები

Microsoft Dynamics NAV-ის დანერგვის პროექტის ფაზები

საერთაშორისო გამოცდილების თანახმად Microsoft Dynamics NAV–ის დანერგვის პროექტის ფარგლებში გვაქვს 5 ძირითადი ფაზა:

ფაზა 1.

სტრატეგიის შექმნა - პროექტის პირველადი საფუძვლების განსაზღვრა

კომპანიების უმეტესობას მიაჩნია, რომ მათ სჭირდებათ უკვე შექმნილი, არსებული შაბლონი და მის მიხედვით განვითარება. თუმცა, ცალკე აღებული თითოეული პროექტის კონცეფციის შექმნა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს დასაწყისშივე. ამდენად, საჭიროა ზრუნვა პროექტის გამარტივებაზე და სტრატეგიის შექმნისას შემდეგი 3 ძირითად ფაზის გამოყოფა ხდება:
• პროექტის მიზანი
• ძირითადი მთხოვნები
• პროექტის მასშტაბი
სტრატეგიის შემუშავებისას ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ საკითხებზე ფოკუსირებას:
• გაერთიანებული, ჯგუფური პროცესების მკაფიო ანალიზი
• გრაფიკებისა და ბიუჯეტების შედგენა
• სამიზნე გადაწყვეტილებების არქიტექტურა (სერვერები, მონაცემთა ბაზები, ლიცენზიები და ა.შ.)
• პროექტის საკომუნიკაციო პროეცესების განსაზღვრა
• მომხმარებლის მომსახურეობის პროეცესების განსაზღვრა
• მონაცემთა მიგრაციის მასშტაბების დეფინიცია
სტრატეგიის შექმნის ფაზაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მაღალსიხშირული GAP-FIT ანალიზი, რომელიც კომპანიას დაეხმარება არა მარტო ბიზნესის უფრო ღრმა შესწავლასა და ზუსტი ბიუჯეტების შექმნაში, არამედ გლობალურ განვითარების პროცესებში, რომელიც გააერთიანებს პროექტს და შექმნის სამომავლო საქმიანობისთვის ძირითად შაბლონს.

ფაზა 2.

ეს ფაზა, არის ეტაპი, რომელიც ინიცირებულია არსებული მოთხოვნების ანალიზით. ეს ანალიზი კი თავის მხრივ წარმოდგენს სტრატეგიული განვითარების ეტაპზე მაღალი დონის დეტალურ ანალიზს, იგი მხოლოდ გლობალურ პროცესებზეა ფოკუსირებული და შეესაბამება ანალიზის ფაზას Microsoft Dynamics Sure Step Methodology- ში. ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო მომხმარებლებს ურჩევნიათ სტრატეგიის ფაზის შერწყმა გლობალური შაბლონის მიხედვით მოახდინონ.
ამ ნაწილში თავის მხრივ გამოყოფენ 3 ძირითად ელემეტს:
• საერთო NAV მონაცემთა ბაზა
• საერთო NAV პარამეტრები
• საერთო NAV დოკუმენტაცია

ფაზა 3.

საპილოტე ფაზა - რომელიც ახორციელებს პირველ საპილოტე გადაწყვეტილებას. როდესაც საერთო შაბლონი იქმნება გადაწყვეტილება კეთდება, როგორც პირველი დამხმარე ნაწილი. პროგრამას აქვს საკუთარი მეთოდოლოგია, რომელიც წარმოდგენილია სპეციალურ დამხმარე სახელმძღვანელოში, რომლის მიხედვითაც კეთდება საპილოტე ვერსია. იმისთვის, რომ ეს ვერსია იყოს დახვეწილი და ზუსტად მიახლოვებული რეალურ ნაწილს ხდება ყველა წესის დაცვა. გამოდის, რომ ეს ნაწილი ბევრად საპასუხისმგებლო და შრომატევადია, რადგან ამ დროს არ აქვს კონკრეტულ კომპანიას მიღებული გადაწყვეტილება და ამას მიიღებს საპილოტე ვერისის წარმატებით გაშვების შემდგომ.

ფაზა 4.

საერთო გადაწყვეტილების გაუმჯობესება.

ეს არის მოკლე ფაზა, რომელიც ფოკუსირებულია უკვე განხორციელებული სამუშაოების შედეგების შეგროვებაზე. ამ ფაზის მიზანია საერთო შაბლონის განსაზღვრა, რამდენადაა შესატანი ცვლილებები შაბლონში, რამდენადაა ის მზად შემდგომი განვითარებისთვის. სტატისტიკიდან დასტურდება, რომ კომპანიები, რომლებიც ნერგავენ Microsoft Dynamics NAV- ს, შეუძლიათ შექმნან თავიანთი მოთხოვნები ინდივიდუალურად ახალი ფუნქციონალების შესაქმნელად, ეს ფუნქციონალები არ არის საერთო შაბლონიდან და ამდენად საჭიროებს საერთო ფუნქციონალებთან კავშირსაც. გამოცდილებიდან ჩანს ასევე ისიც, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები გაუმჯობესების ფაზაში შედარებით ნაკლებად გვხვდება.

ფაზა 5.

ტიპიური ERP სისტემის იმპლემენტაციის პროცესთან შედარებით ეს ანალიზის ფაზა უფრო მოკლეა. იგი მოიცავს სწავლებებს, ტრენინგებს, რომელიც მოიცავს საერთო შაბლონის ფუნქციონალების მიმოხოლვას, არსებული კომნპანიის მოთხოვნების შესაბამისობას ადგილობრივ სამართლებრივ ნორმებთან. ამ ფაზაში დამხმარე პერსონალი ერთვება იმ მონაცემტა შერწყმის პროცესში, რომლის მიზანია მონაცემთა ბაზის ფარგლებში მიღებულ სტადარტებთან შესაბამისობა.

დროის სწორად მოხმარების ფაზა.

ის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო ფაზაა , რომელიც ზემოთ არსებულ ფაზებს მოიცავს და აერთიანებს. ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობებია:
• ცვლილებების მართვა.
იმის გამო, რომ მოთხოვნების რაოდენობა და მათი მოდიფიკაციის მცდელობები ბევრია უნდა იმართოს ცვლილებების მენეჯმენტის პროცესი. ეს პროცესი იწყება საერთო შაბლონის დასაწყისში და გრძელდება ციკლის ბოლომდე.
• მონაცემთა წმენდა.
როგორც ძალიან შრომატევადი ამოცანა, რადგან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სრაფად მოხდეს მონაცემთაწმენდა. ეს პროცესი დასრულებული უნდა იყოს საბოლოო სისტემის ჩამოყალიბებამდე.
დროის სწორად და ეფექტურად გამოყენების ფაზის საქმიანობა გამოიყენება ყველა ტიპის ERP სისტემების ჩამოყალიბების პროცესში და განსაკუთრებით Microsoft Dynamics NAV -ის დროს და ინიცირებულია არსებული 5 მთავარი ფაზის სწორად წარმართვაზე.