Brand Logo

საცალო ვაჭრობა

საცალო ვაჭრობა

Microsoft Dynamics NAV საცალო ვაჭრობისათვის

Microsoft Dynamics NAV არის კორპორატიული რესურსების დაგეგმვისა და მართვის (ERP) სისტემა გაფართოებული შესაძლებლობებითა და ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული მოდულებით , რომელსაც ჩვენი კომაპნია სთავაზობს საცალო ვაჭრობის სფეროში მომუშავე კომპანებს .<br /> ამ პროგრამის საშუალებით თქვენ თქვენი ორგანიზაციის მომსახურებების, კონსულტაციების, შესყიდვების, მარაგების, საწყობების, ადამიანური რესურსების და სხვა მნიშვნელოვანი მოდულების მართვასა და ანალიზს ერთს ისტემაში მოაქცევთ. Microsoft NAV უფრო მეტია, ვიდრე ცალკე მდგომი ERP სისტემა და ბუღალტრული აპლიკაციები. ის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესების სრულმასშტაბიანი ხედვა რეალურ დროში. Microsoft Dynamics NAV ითვალისწინებს და სრულად აღრიცხავს სხვადასხვა ბიზნესისთვის დამახასიათებელ საჭიროებებს.

რა პრობლემებს აწყდებით საცალო ბიზნესში?

1. არ ფლობთ სრულ და დროულ ინფორმაციას გაყიდვის წერტილში მიმდინარე პროცესებზე.
2. ბევრ დროს ხარჯავთ საჭირო მონაცემთა მოგროვებასა და ანალიზზე.
3. ნაბეჭდი ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კოორდინაცია აფერხებს პროცესებს.
4. მარაგებისა და რეალიზაციის ხელით აღრიცხვისა და ინფორმაციის აცდენის გამო არ ფლობთ დროულ და სწორ ინფორმაციას მარაგების ნაშთებსა თუ გაყიდვებზე.
5. გიჭირთ პროდუქტების თვითღირებულებების სწორად განსაზღვრა და ფასდადების მომგებიანად მართვა.
6. შესყიდვების ფიზიკურად წარმოებას რამოდენიმე დღე და კვირა სჭირდება.
7. სავაჭრო ქსელის ობიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლა ფერხდება, რაც პროდუქციის გადანაწილებას აფერხებს.
8. არ ფლობთ დროულ ინფორმაციას ნავაჭრისა და უფრო გაყიდვადი პროდუქტების შესახებ, რაც აფერხებს ფასდაკლებებისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურად წარმართვას.

როგორ გადაჭრის თქვენს პრობლემებს Microsoft Dynamics NAV?

1. მოახდენს ბიზნეს პროცესების სრულ და თანამიმდევრულ ინტეგრირებას ერთ სისტემაში.
2. მონაცემებზე წვდომა მოხდება რეალურ დროში და ანალიზის გაკეთება გამარტივდება.
3. მოახდენს შესყიდვებისა და გაყიდვების ავტომატიზაციას.
4. შესაძლებელს გახდის მარაგებისა და რეალიზაციების ზუსტ აღრიცხვას და საბოლოო ნაშთების მყისიერ დათვლას.
5. განსაზღვრავს თვითღირებულებისა და უზრუნველყოფს ფასდადების პროცესების ოპტიმიზაციას.
6. მოხდება შესყიდვების ავტომატიზაცია და შეკვეთების განხორციელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ 1 დღეში.
7. მოახდენს საცალო სავაჭრო ქსელის ობიექტებს შორის საჭირო ინფორმაციის მომენტალურ გაცვლას და საჭიროებისამებრ მარაგების გადანაწილებას.
8. კომპანიას ექნება ოპტიმალური ფასდაკლებებისა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების სწრაფად გაშვების შესაძლებლობა.

NAVISION - ის დანერგვის სარგებლიანობა თქვენს ბიზნესში

• Microsoft-ის ტიპის ნაცნობი ინტერფეისის გამო პროგრამის შესწავლა და პროცესების მართვა ადვილია ყველასათვის და შესაძლებელია Microsoft Office - ის პროდუქტებთან ინტეგრაცია.
• თქვენი პერსონალი უფრო კარგად, სწრაფად და საზრიანად მუშაობს.
• უმჯობესდება კლიენტებთა მომსახურების სისტემა და სისწრაფე , თანამშრომლები უკეთეს ბიზნეს გადაწყვეტილებებს იღებენ, შედეგად იზრდება მოგება, უმჯობესდება ფულადი სახსრების მოძრაობა, ვითარდება და ფართოვდება თქვენი ბიზნესი.
• მუდმივად განახლებადი ინფორმაციით, ბიზნეს ანალიტიკის საშუალებების სრულად გამოყენებით თქვენ იხედებით წინ თქვენი ბიზნესის განვითარებისკენ, მომავლისკენ და არა უკან.
• ყოვედღიური, რუტინული დავალებების ავტომატიზაცია აუმჯობესებს და უფრო ეფექტურს ხდის თქვენს სამუშაოს.
• შეგიძლიათ გაზარდოთ მარკეტინგისა და გაყიდვების მომგებიანობა კლიენტთა კონტაქტების მართვის სისტემის დახმარებით და ადვილად ავითარებთ ლოიალობის პროგრამებს.
• სავაჭრო ქსელის გაფართოებისა თუ სხვა ცვლილებების შემთხვევაში სისტემას მარტივად განაახლებთ, რა თქმა უნდა თქვენი ახალი პროცესების შესაბამისად.
Microsoft Dynamics NAV-ის შესაძლებლობები და სარგებლიანობა საცალო ბიზნესის წამორებისთვის :

NAVISION ინტეგრირებულია POS ტექნოლოგიასთან!

თქვენი POS-ის ფუნქციონირება სპეციფიური საჭიროებებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეცვალოთ; ერთი ადგილიდან აკონტროლოთ და ეფექტურად მართოთ სალარო აპარატები; თვალი ადევნოთ შეკვეთის სტატუსებს, წინასწარ გადახდებს, ინვოისებსა და ფულად ანგარიშსწორებებს. ჩვენმა კომპანიამ შექმნა უნიკალური POS სისტემა, რომელიც სინქრონიზაციაში მუშაობს Microsoft Dynamics NAV -თან, რაც ინფორმაციის მრავალ ჭრილში გადამუშავებისა და ანალიტიკის საშუალებას გაძლევთ, განსხვავებით ჩვეულებრივი, სტანდარტული POS სისტემებისგან, რომლებიც მხოლოდ გაყიდვების აღრიცხვაზე მუშაობენ. NAV+BIT POS უპირატესობები:

• ბექოფისისა და ფრონტოფისის სინქრონიზება ერთპროგრამაში.

• აღრიცხვის მკაცრი სისტემა (ფინანსები და მარაგები).

• არ დაიშვება აღურიცხავი საქონელი, ზედმეტობები და ნაკლებობები.

• BIT POS გამოირჩევა ლოგიკური ინტერფეისით და ადაპტირებულია „თაჩსქრინზე“.

• მარტივად კონფიგურირდება თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე

მერჩენდაიზინგი


საშუალებას მოგცემთ თქვენს მაღაზიებსა თუ სხვა გაყიდვის წერტილებს შერჩევით შეუკვეთოთ მარაგები დისტრიბუციას ან განახორციელოთ მაღაზიათა შორის ტრანსფერები მომარაგების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე; შეუფერხებლად გაუმკლავდეთ შეკვეთებს სპეციალური შეკვეთების ჩათვლით და მოითხოვოთ ინფორმაცია ერთდროულად ათასამდე პროდუქტის იდენტიფიკატორზე.

ინვენტარის მართვა


პროცესი თუ როგორ ხდება NAVISION -ს მეშვეობით ინვენტარის მართვა:

• ეფექტურად ავსებთ მარაგებს და ნაკლები ხარჯს წევთ მომარაგებაზე.
• თვალს ადევნებთ ტვირთის გადაადგილების თავისებურებებსა და მომწოდებელთა ისტორიებს. შესაბამისად, საშუალება გექნებათ სწრაფად დააგენერიროთ ეფექტური შესყიდვები და ელვის სისწრაფით დაამატოთ სასურველი პროდუქცია .
• თქვენ მართავთ და კატეგორებში ათავსებთ შენაძენებს, სარგებლობთ გაფართოებული ძებნის საშუალებით.
• შეგიძლიათ სწრაფად და თანმიმდევრულად ადევნოთ თვალი დაბრუნებული ნივთების სტატუსებს.

ინტეგრაცია მაღაზიებსა და სათაო ოფისს შორის


• გაყიდვების, მიწოდების ხაზისა და ფინანსების ფუნქციონირება და შესაბამისი ინფორმაციები ხელმისაწვდომია მაღაზეიბის, სათაო ოფისებისა თუ ორივე დონეზე ერთად.
• პროცესების მართვა მაღაზიის დონეზე შესაძლებელია კონფიგურირდეს სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად და არაა საჭირო ახალი, განცალკევებული გადაწყვეტილებების დანერგვა.

ფასწარმოქმნა


• ეს არის მოქნილი საშუალება, მართოთ ფასები და ფასდაკლებებები; შექმენათ ინდივიდუალური ფასწარმოქმნა კონკრეტული ობიექტისა თუ მაღაზიებიათა ქსელისათვის და მართოთ შესაბამისი მარკეტინგული პროცესები; ინდივიდუალურად შექმენათ გასაყიდი ფასებისა და ფასდაკლებების დიაპაზონი ნებისმიერი პროდუქტის, კატეგორიის, ობიექტისა თუ ქსელის მიხედვით.

ელექტრონული კომერცია


შეგეძლებათ შექმენათ ონლაინ მაღაზია, რომელიც მარტივად ინტეგრირდება Microsoft Dynamics NAV-ის ბექოფისთან და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალვალუტიან და მრავალენოვან გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებში.

სრული ბიზნეს ანალიტიკა

სწრაფად გააანალიზეთ და გაუზიარეთ დეტალური ბიზნეს ინფორმაცია კოლეგებს ისეთი ნაცნობი საშუალებებით, როგორიცაა Microsoft Office Excel. გამოყავით და თვალი ადევნეთ სამუშაოს შესრულები სმთავარ ინდიკატორებსა და ტენდენციებს ბაზრის ცვალებად გარემოებებზე უფრო სწრაფად რეაგირებისათვის.

წარმატებული პროექტი საცალო ვაჭრობის ბიზნესში


კომპანია „ბი აი თი“ -მ Microsoft Dynamics NAV წარმატებით დანერგა საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“ -ში, რომელიც საართველოში მოღვაწეობს 1993 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს ტანსაცმლის ფეხსაცმლის, აქსესუარების ერთ ერთ ყველაზე დიდ რითეილ ქსელს, 70 - მდე სავაჭრო ობიექტით და 500 - მდე დასაქმებული ადამიანით. “აი სი არ”-ის თითოეულ მაღაზიაში, თითოეულ გაყიდვის წერტილში მუშაობს კომპანია „ბი აი თი“ - ის მიერ შექმნილი POS -ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული Microsoft Dynamics NAV - თან, რაც “აი სი არ ”-ის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს სრული ინფორმაცია სავაჭრო ობიექტებიდან ონლაინ რეჟიმში მიიღოს.