Brand Logo

აუტო ინდუსტრია

ავტო ინდუსტრია

რესურსების დაგეგმვისა და მართვის სისტემა ავტო ინდუსტრიისთვის ELVA DMS – Microsoft Dynamics NAV-ის ბაზაზე

ELVA DMS შექმნილია Microsoft Dynamics NAV-ის ბაზაზე და აქვს მზა ფუნქციონალები ავტოინდუსტრიაში მოღვაწე ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის:

• ავტომობილების დილერები
• სახელოსნოები
• მეორადი ავტომობილებით ვაჭრობა
• სატრანსპორტო კომპანიები
• ავტონაწილებით ვაჭრობა
• საზოგადო ტრანსპორტი
• აეროპორტები
• ავტომობილების იმპორტიორები
• ორგანიზაციები საკუთარი ავტოპარკით

პროგრამის დანერგვისგან მიღებული სარგებელი

ეფექტურობისმართვა

თვალი ადევნეთ კომპანიის შიდა პროცესების ეფექტურობას. შეაფასეთ, თუ რა მდგომარეობაშია მარაგები, ვენდორებთან ურთიერთობა, ფასწარმოქმნა, მიწოდების დრო ,ხარჯები და ა.შ.
ფინანსური მაჩვენებლების ინტეგრაცია

ELVA DMS იყენებს ERP სისტემის ყველა უპირატესობას. ის ერთ სისტემაში აერთიანებს თქვენი კომპანიის ყველა ფინანსურ ინფორმაციასა და ავტოპარკის მონაცემებს.
გაკონტროლებული ოპერაციები

იყავი ავტოპარკის მენეჯმენტთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის საქმის კურსში. აკონტროლეთ და მართეთ თქვენი ავტოპარკის აქტივები ისე, როგორც საჭიროებები მოითხოვს.
მონაცემთა ინტეგრაცია

მოაწესრიგეთ თქვენი ყველა ინფორმაცია ერთ, მოქნილ და ადვილად გამოსაყენებელ პროგრამულ გადაწყვეტილებაში. მომსახურების ისტორია, ინვენტარი, ფიქსირებული აქტივები, ინფორმაცია თანამშრომლებზე და სხვა მრავალი ფუნქციონალი ერთ პლატფორმაში.
გაუმჯობესებული შრომითი პროცესები

მართეთ ოპერაციული პროცესები სრულიად ახალ დონეზე. შეამცირეთ ინფორმაციის ორმაგი გატარებები და ფურცელზე სამუშაო. მიამაგრეთ მექანიკოსები კონკრეტულ საქმეებს, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე და შეამცირეთ სამუშაო ძალის უმოქმედობა და დროის გაფლანგვა.

მომენტალური რეპორტინგი

ELVA DMS გაწვდით მონაცემებს იმგვარად, რომ სწრაფად და ზუსტად გააანალიზოთ ინფორმაცია და მასზე დაფუძნებით, გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

ELVA DMS შეესაბამება თქვენს კომპანიას, რადგან :

• გექნებათ ადვილი წვდომა სარემონტო სამუშაოების ისტორიაზე.
• გაზრდით სახელოსნოების მუშაობის ეფექტურობა.
• აკონტროლებთ ნაწილებიs რაოდენობას და შეკვეთებს.
• გაქვთ მონაცემთა სწრაფი ანალიზი ნებისმიერ ასპექტში.
• აკონტროლებთ და გააუმჯობესებთ ავტოპარკის მენეჯმენტის სამუშაო პროცესებსს
• ზუსტად დაგეგმავთ ავტოპარკის რესურსების.
• შეძლებთ ინვოისებისა და სხვა დეკლარირების ფორმების ავტომატური წარმოებას.
• დაგეგმოთ და აკონტროლოთ კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები.
• ეს ადვილად გამოსაყენებელი, მოხერხებული და ადაპტირებადი ERP გადაწყვეტილებაა ავტოინდუსტრიისთვის.

ELVA DMS - ის მთავარი მახასიათებლები

• სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობების მენეჯმენტი
• ავტოპარკის ნებისმიერი ერთეულის განრიგი, კონტროლი და ანალიზი.
• სრული სერვისი და მარშრუტის ისტორია.
• ინფორმაცია შესყიდვებისა და ოპერაციულ და ნახარჯებზე.
• მომხმარებლის მიერ განსაზღვრული დეტალები.
• თანამშრომლებისა და აღჭურვილობების ურთიერთ კავშირი.
• დროისა და სამარშრუტო ხაზის მენეჯმენტი.
• ცვეთის კონტროლი და დაანგარიშება.
• შრომის კატალოგებთან იტეგრაცია.

თანამშრომლების მენეჯმენტი

• სრული ინფორმაცია თანამშრომლებზე.
• დავალებათა მენეჯმენტი.
• თანამშრომლის ეფექტიანობის შეფასება.
• შრომის მეთვალყურეობა.
• უმოქმედო სამუშაო დროს შემცირება.
• მომსახურების საათების ანალიზი და ხელფასის დაანგარიშება.
• შრომითი რესურსების მეთვალყურეობა, სამუშაო მანქანების, დანახარჯებისა და სამუშაო დროის ჩათვლით.
• სამუშაო პროცესების გამჭვირვალობა.
• სტანდარტული სამუშაო დრო და სამუშაო ხარჯები

სახელოსნოს სამუშაო განრიგის შედგენა და მართვა

• დაგეგმეთ და ერთდროულად მართეთ სამუშაოები სხვადასხვა სახელოსნოებში.
• დაგეგმეთ მომსახურების სამუშაოები და მართეთ ოპერაციები ონლაინ რეჟიმში.
• ხელოსნის სამუშაო დროის აღრიცხვა და მიმდინარე სამუშაო სტატუსების მართვა.
• ავტომატური და მექანიკური გადაგეგმარება.
• გააუმჯობესეთ რესურსების გამოყენების ეფექტიანობა ბიზნეს პროცესების ანალიზითა და გაკონტროლებით

CRM -მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა

Elva DMS CRM მოდული საშუალებას გაძლევთ სისტემატურად მიმოიხილოთ თქვენი მომხმარებლების მონაცემთა ბაზები და გეხმარებათ ეფექტურად გამოიყენოთ ინფორმაცია მარკეტინგული კამპანიებისთვის. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ სპეციალური შეთავაზებები გააგზავნოთ ფილტრაციის გამოყენებით, სასურველი კრიტერიუმების შესაბამისად. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ განმეორებითი გაყიდვების შესაძლებლობები სავაჭრო შეთანხმების ისტორიებზე წვდომით. როგორც ხედავთ, ამ მოდულს შესაძლებლობების ფართო სპექტრი გააჩნია მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში.
მთავარი ბენეფიტები

• საშუალებას გაძლევთ კლიენტთან ურთიერთობის ყველა დეტალი აღრიცხოთ, მათ შორის კონტაქტების მენეჯმენტი, გაყიდვებისა და მომსახურების კამპანიები, სეგმენტაცია.
• აკონტროლეთ და გააანალიზეთ პროცესები, მათ შორის, მართეთ თანამშრომელთა ქმედებები და საქმის შესრულების ხარისხი.
• პროცესებისა და ურთიერთობების ავტომატიზაცია, შესასრულებელი სამუშაოების ავტომატური ნუსხა გამყიდველებისა და თანამშრომლებისთვის, ძებნისა და სეგმენტაციის შესაძლებლობები E-mail-ის, ფაქსების, SMS-ების დასაგზავნად. მომსახურების რეგულარული ვიზიტებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების აღრიცხვა

ავტომობილებით ვაჭრობა

მოდული შექმნილია იმისთვის, რომ ერთ სისტემაში სრულად აღირიცხოს გაყიდვების პროცესები შეთავაზებების, შეკვეთების, წინასწარი გადახდების, ინვოისების, სავაჭრო შეთანხმების, მანქანის მახასიათებლების, გაყიდვამდე მომსახურების და სხვა დოკუმენტების ჩათვლით

მთავარი ბენეფიტები
• საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ, შეინახოთ და გაყიდოთ ახალი თუ მეორადი ავტომობილები.
• უზრუნველყოფს მანქანის მიწოდების ხაზის სრულ მენეჯმენტს.
• ინტეგრირებულია СRM სისტემასთან, რაც საშუალებას გაძლევთ გაყიდვების ყველა ოპერაცია, შესყიდვების დაგეგმვიდან დაწყებული, გაყიდვის პროცესებისა და საბოლოო გაყიდვის გაფორმებით დამთავრებული, სრულად აღრიცხოთ სისტემაში ბუღალტრულად.
• სრული ინტეგრაცია მომსახურების, სათადარიგო ნაწილების მომარაგებისა და ფინანსურ დეპარტამენტებს შორის.
• მანქანის დანახარჯებისა და ფასწარმოქმნის სრული მენეჯმენტი (მიწოდებამდე შემოწმების დანახარჯების, ტრანსპორტირების ხარჯებისა და გადასახადების ჩათვლით).

მომსახურების მენეჯმენტი

სერვისის მენეჯმენტის მოდული იმგვარად არის შექმნილი, რომ ავტომატიზირებული გახადოს და გააადვილოს სერვისში მომუშავე პერსონალის რუტინული სამუშაოები. ამ მოდულის ფუნქციები უზრუნველყოფს მომსახურების ოპერაციების სრულმასშტაბიან აღრიცხვას: სამუშაოს ტიპი, სათადარიგო ნაწილები, გარე კომპანიის მომსახურება, მექანიკოსის სამუშაო დროის რეგისტრაცია, მომსახურების ხარისხის ანალიზი და მექანიკოსის მუშაობის ეფექტურობის გაზომვა.

სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა

სერვისის მენეჯმენტის მოდული იმგვარად არის შექმნილი, რომ ავტომატიზირებული გახადოს და გააადვილოს სერვისში მომუშავე პერსონალის რუტინული სამუშაოები. ამ მოდულის ფუნქციები უზრუნველყოფს მომსახურების ოპერაციების სრულმასშტაბიან აღრიცხვას: სამუშაოს ტიპი, სათადარიგო ნაწილები, გარე კომპანიის მომსახურება, მექანიკოსის სამუშაო დროის რეგისტრაცია, მომსახურების ხარისხის ანალიზი და მექანიკოსის მუშაობის ეფექტურობის გაზომვა.

მომსახურების მენეჯმენტი

როგორ გამოიყურება: მომსახურების განრიგი ELVA DMS:
ELVA DMS-ის სერვისის განრიგი საშუალებას მოგცემთ თქვენი კლიენტებისთვის უზრუნველყოთ მომსახურების მაღალი დონე და სისტემატურად ამუშაოთ სათანადო რესურსები. შეგიძლიათ ერთდროულად აორგანიზოთ სამუშაოები სხვადასხვა სახელოსნოებში, დაგეგმოთ მომსახურების გაწევა და გადაანაწილოთ დრო საჭირო სამუშაოებისთვის. განსაზღვრავთ მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარსა და გაანაწილებთ სამუშაო ძალას. თქვენი სამუშაო გეგმა მუდამ განახლებული იქნება, თანამშრომლები კი ყოველთვის ინფორმირებულები იქნებიან მიმდინარე პროცესებზე. ეს საშუალებას მოგცემთ ეფექტურად დაგეგმოთ, გამოიყენოთ და შეაფასოთ თქვენი რესურსები.