Brand Logo

სიახლეები

სიახლეები

Directions EMEA

2017 წელს მაიკროსოფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება Directions EMEA ჩატარდა.

2017 წლის 4-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მადრიდში, ჩატარდა Directions EMEA. მაიკროსოფტის ამ უმნიშვნელოვანესმა კონფერენციამ უმასპინძლა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც . კომპანია „ ბი აი თი“ , მისი დირექტორის კობა მახარაძის სახით, მიწვეული იყო ამ ღონისძიებაზე და მონაწილეობას იღებდა კონფერენციებსა და „ვორქშოფებში“.

2018 წლის Directions EMEA მთავარი დებულება იყო მაიქროსოფტის მიერ ახალი სამუშაო სტრატეგიის წარმოდგენა თავისი პარტნიორებისთვის. მაიქოროსფტის ამჟამინდელი სტრატეგიული მიმართულება იქნება , Microsoft Dynamics 365, ასევე ისინი განაგრძობენ აქტიურ მუშაობას Dynamics NAV - ის განვითარებაზე. მაიკროსოფტმა ასევე დააანონსა , რომ Dynamics NAV 2018 გამოვა 2017 წლის დეკემბერში.

კომპანიის მთავარმა წარმომადგენელმა და გენერალურმა მენეჯერმა , Marko Perisic- მა გააკეთა მაიკროსოფტის ახალი სტრატეგიის და Dynamics 365 Tenerife - ს პრეზენტაცია. აქ განიხილული მნიშვნელოვანი საკითხებიდან, რომელიც აქტუალური იქნება 2018 წელს მაიკროსოფტის პარნიორი კომპანიებისთვის , გამოირჩეოდა სიახლეები, რომელიც Microsoft Dynamics NAV - თან დაკავშირებით დაანონსდა .

კერძოდ:
• Dynamics NAV On Premise და NAV Cloud-ში ორივე იქცევა ერთ პროდუქტად და დაერქმევა Dynamics 365 Tenerife.
• მაიკროსოფტი განაგრძობს თავის პროდუქტების ინტეგრაციას და ბიზნეს გადაწყვეტილებების კუთხით აპირებს Business Suite-ის დამზადებას რომელიც გააერთიანებს: Microsoft Office 365 + Linked In + Dynamics 365
• ნავიჟენის პროგრამირება გადავა VS Code-ზე სადაც პროგრამირების ენა იქნება AL + JavaScript-ი.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, მაიქროსოფტს წარმოედგინა თავისი პარტნიორი კომპანიებისთვის რომ ეს გაერთიანება, როგორც ახალი შესაძლებლობა : Microsoft Office 365 + Linked In + Dynamics 365 იქნება უფრო მეტად მომგებიანი და ნაყოფიერი მომავალი ბიზნეს საქმიანობისთვის. კომპანია „ ბი აი თი“ ისევე როგორც მანამდე , ახლაც მიყვება მაიკროსოფტის მიმდინარე ტენდენციებს ბიზნეს საქმიანობაში და ამ მიმართულებით იწყებს განვითარებაზე ზრუნვას.

22.10.2017

მეღვინეობა ხარებასა" და "Microsoft"-ის ერთობლივი კონფერენცია

2014 წლის 8 თებერვალს Holiday Inn-ში "ღვინის ეროვნული სააგენტოს" მხარდაჭერით. "მეღვინეობა ხარებამ" და Microsoft-მა ერთობლივი კონფერენცია გამართეს, რომელშიც მონაწილეობა კომპანია „ბი აი თი“ -მაც მიიღო. კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართველი მეღვინეებისა და საზოგადოებისათვის გაეცნოთ დაგეგმვის, მართვის თანამედროვე, ერთიანი სისტემა Microsoft Dynamics NAV (former NAVISION). ღვინის ეროვნული სააგენტო და Microsoft მხარს უჭერენ ღვინის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და იმედოვნებენ, რომ "მეღვინეობა ხარებას" მაგალითს ღვინის სხვა კომპანიებიც გაიზიარებენ. აღრიცხვის ერთიანი სისტემა, რომელშიც ბიზნესის ყველა რგოლია გაერთიანებული, კომპანიებს დაეხმარება დაზოგონ რესურსები, სწორად მოახდინონ ფინანსური მენეჯმენტი და ბიზნეს ანალიზი, ასევე განავითარონ ბიზნეს საქმიანობა.
"მეღვინეობა ხარება“ ამჟამად ერთადერთი ღვინის კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც რესურსების დაგეგმვისა და მართვის სისტემას NAVISION-ს იყენებს. NAVISION-ის დანერგვა "მეღვინეობა ხარებაში" "ბი აი თი"-ს მიერ განხორციელდა. პროექტი იმდენად კომპლექსური, საინტერესო და წარმატებული იყო, რომ Microsoft-მა сase-study გამოაქვეყნა თავის საერთაშორისო საიტზე. გაეცანით сase-study-ს