Brand Logo

როგორ შევარჩიოთ ERP

ERP სისტემის შერჩევა

როგორ შევარჩიოთ ERP? ეს კითხვა არის ძალიან აქტუალური დღევანდელ დღეს, რადგან უკვე მრავალი კომპანია ცდილობს დანერგოს ესა თუ ის ბიზნეს გადაწყვეტილება. თუმცა დანერგვამდე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს თავად დასანერგი სისტემა. ეს პროცესი კი არის საკმაოდ მძიმე. ნებისმიერმა კომპანიამ ERP სისტემის შერჩევისას და დანერგვისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:
1. აქვს თუ არა თავად კომპანიას ჩამოყალიბებული და მკაცრად გაწერილი ბიზნეს პროცესები, რომლებიც შემდგომ უნდა განთავსდეს ERP სისტემაში. ჩამოუყალიბებელი ბიზნეს პროცესების შემთხვევაში ERP სისტემა გახდება ზედმეტი ბარგი კომპანიის თანამშრომლებისთვის.
2. არის თუ არა ERP სისტემა მორგებადი ცვალებად და სპეციფიურ ბიზნეს პროცესებზე. არ არსებობს ისეთი სისტემა რომელიც უნივერსალურია და თავიდანვე პასუხობს ნებისმიერი კომპანიის მოთხოვნებს.
3. არის თუ არა ERP სისტემა გაფართოებადი. ნებისმიერი სასიკეთო ცვლილება კომპანიაში გამოიწვევს დამატებით მოთხოვნებს ERP სისტემის მიმართ.
4. არის თუ არა ERP სისტემის ყველა მოდული მოქცეული ერთიან საინფორმაციო სისტემაში. თუ სხვადასხვა მოდული განთავსებულია სხვადასხვა საინფორმაციო სისტემაში (ბაზაში), მაშინ ეს სერიოზული პრობლემაა მოდულების სინქრონიზაციის კუთხით.
5. აქვს თუ არა ERP სისტემას ინფორმაციის გაცვლის სტანდარტული შესაძლებლობები (პროტოკოლები).
6. აქვს თუ არა ERP სისტემას უსაფრთხოების მართვის მოდული. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინფორმაციაზე წვდომის მართვის დახვეწილი ინტერფეისის არსებობა.
7. არის თუ არა ERP სისტემა მომხმარებლებისთვის ადვილი მოსახმარი (User Friendly).
8. აქვს თუ არა ERP სისტემას მწარმოებლის მხრიდან გაწერილი მკაფიო მომავალი. პრობლემაა თუ ERP-ს დანერგვის შემდეგ თუნდაც რამდენიმე წელიწადში მწარმოებელი შეწყვეტს მის წარმოებას ან მხარდაჭერას.