Brand Logo

Micosoft Dynamics Nav

Microsoft Dynamics Nav

Microsoft Dynamics NAV არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ERP სისტემა. 1983 წლიდან Microsoft Dynamics NAV (ყოფილი სახელწოდებით Navision) უზრუნველყოფს ინოვაციურ ფუნქციონალურობას, შესაძლებლობებსა და გადაწყვეტილებების მაღალ ხარისხს, რაც ახდენს ბიზნესის სტიმულირებას მსოფლიო მასშტაბით. Microsoft Dynamics NAV არის ERP გადაწყვეტილება , რომელიც განკუთვნილია პატარა, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის. მას გააჩნია შესაძლებლობების ფართო სპექტრი. Microsoft Dynamics NAV სთავაზობს კომპანიებს მათზე მორგებულ, საჭირო პროდუქტებს. მისი არქიტექტურა საშუალებას აძლევს ყოველდღური ბიზნეს პროცესები გახდეს უფრო ეფექტური და მარტივი. იგი უზრუნველყოფს უკეთეს კონტროლს შემოსავლებზე და ზრდის მის მომგებიანობას. Microsoft Dynamics NAV ეს არის კორპორატიული რესურსების დაგეგმვისა და მართვის (ERP) სისტემა გაფართოებული შესაძლებლობებითა და კონკრეტული ბიზნესზე მორგებადი მოდულებით:

• ფინანსური მართვა
• წარმოება
• შესყიდვები და ლოგისტიკა
• გაყიდვები და მარკეტინგი
• მარაგები და სასაწყობო მეურნეობა,
• ადამიანური რესურსები
• პროექტების და საპროექტო რესურსების მართვა
• სერვისების მართვა

ინტეგრაცია გარე სამყაროსთან

Dynamics NAV ინტეგრირებულია სხვადასხვა სახის გარე სისტემებთან რომელთაგანაც აღსანიშნავია: POS სისტემები - გაყიდვის წერტილები მაღაზიებში თუ პრისეილერების ხელში. ერთი ადგილიდან აკონტროლებთ და ეფექტურად მართავთ სალარო აპარატებს. თვალს ადევნებთ შეკვეთის სტატუსებს, წინასწარ გადახდებს, ინვოისებსა და ფულად ანგარიშსწორებებს. RS.GE – ინფორმაციის გაცვლა შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალთან. სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშფაქტურების, განაცემების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა და ჩამოტვირთვა. საბანკო სისტემები (თიბისი და საქართველოს ბანკი) - საბანკო გადარიცხვების NAV-ში მომზადება და მათი შემდგომი ატვირთვა საბანკო სისტემაში. საბანკო სისტემიდან ტრანზაქციების ჩამოტვირთვა და მათი NAV-ში დაფიქსირება შემდგომი გატარების მიზნით. Microsoft Office - ამ ჯგუფის პროდუქტებთან NAV-ი მჭიდროდ არის ინტეგრირებული. ყოველ დღიური, რუტინული დავალებების ავტომატიზაცია აუმჯობესებს და უფრო ეფექტურს ქმნის თქვენს სამუშაოს. ქსელის გაფართოებისა თუ სხვა ცვლილებების შემთხვევაში სისტემას მარტივად განაახლებთ თქვენი ახალი პროცესების შესაბამისად.

სხვა მნიშვნელოვანი სიკეთეები<

სხვადასხვა ვალუტებთან ,რეგიონებთან, იურიდიულ პირებთან თუ კომპანიებთან ერთდროულად მუშაობა. როლ ცენტრები - ინფორმაციაზე წვდომა მომხმარებლის როლის მიხედვით ლოიალობის სისტემა - ERP-ზე მიბმული ლოიალური ბარათების სისტემა და მომხმარებელთა ბაზის აღრიცხვა: დაგროვების ბარათები დაგროვილი ქულების, ტრანზაქციების, შესაბამისი ფასდაკლებების აღრიცხვა და რეპორტინგი. სასაჩუქრე ბარათები - სასაჩუქრე ბარათების გაყიდვა და შემდგომი გამოყენების აღრიცხვა და რეპორტინგი.