Microsoft Dynamics NAV-ისთვის და Microsoft Dynamics CRM-ისთვის არსებობს ლიცენზირების სამი განსხვავებული პრინციპი:
1. საკუთრებაში (On Premise) – ეს სქემა ითვალისწინებს ლიცენზიების შეძენას, რის შედეგადაც ლიცენზია გადადის საბოლოო
მომხმარებლის სამუდამო საკუთრებაში. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა განთავსდეს საბოლოო მომხმარებლის IT ინფრასტრუქტურაში.
შენიშვნა: ასეთი სქემის დროს თუ მომხმარებელი ყოველწლიურად იხდის ე. წ. BREP-ს (Business Ready Enhancement Plan),
რომელიც წარმოადგენს შეძენილი ლიცენზიების 16%-ს, მაშინ პროდუქტის ყოველი ახალი ვერსია უფასოა.
2. ხელმოწერა (Subscription) - ეს სქემა ითვალისწინებს ხელმოწერას ლიცენზიებზე. ხელმოწერის თანხის
გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად. პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა განთავსდეს
საბოლოო მომხმარებლის IT ინფრასტრუქტურაში ან სხვა რომელიმე IT ინფრასტრუქტურის
მომწოდებელ კომპანიის ინფრასტრუქტურაში.
3. ღრუბელი (Cloud) – ეს სქემა მსგავსია ხელმოწერის სქემის. ხელმოწერის თანხის გადახდა
ხორციელდება ყოველთვიურად. პროგრამული უზრუნველყოფა აუცილებლად
განთავსებულია კომპანია Microsoft-ღრუბელში.
შენიშვნა: ღრუბელში გაყიდვა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოს რეგიონისთვის.
Microsoft Dynamics NAV-ის და Microsoft Dynamics CRM-ის დანერგვის პროექტების ფასწარმოქმნას განაპირობებს ორი ძირითადი კომპონენტი:
1. ლიცენზიების ღირებულება - დამოკიდებულია პროდუქტის სასურველი პაკეტების და ერთდროული მომხმარებლების რაოდენობაზე.
მაგალითად Microsoft Dynamics NAV-ის შემთხვევაში არსებობს საწყისი პაკეტი და გაფართოებული პაკეტი.
2. დანერგვის პროექტის ღირებულება - დამოკიდებულია დასანერგი მოდულების რაოდენობაზე და დანერგვის პროცესის სირთულეზე.
დანერგვის სირთულე ძირითადად განპირობებულია ხოლმე დამკვეთის მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნებით.
თუ დაინტერესებული ხართ ERP ან CRM-სისტემების შეძენით საჭიროა:
1. დაგვიკავშირდეთ ჩვენ.
2. განვიხილოთ თქვენი მოლოდინები და საჭიროებები.
3. დავადგინოთ მომხმარებლების რაოდენობა.
4. დავადგინოთ დასანერგი მოდულების ფარგლები.
ამ პროცედურების შემდეგ ჩვენ მოგაწვდით მოსალოდნელი პროექტის ღირებულების დეტალურ ანგარიშს.
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია:
ლუბლიაბას 11, კორპუსი 3, თბილისი, 0159 , საქართველო.
ტელ. : +995 (32) 2 443 336
+995 (32) 2 521 650
ელ. ფოსტა:bit@bit.ge