Brand Logo

ლოჯისტიკა

Microsoft Dynamics NAV ის ძირითადი მოდულები :

ფინანსური მენეჯმენტი

• ფინანსური აღრიცხვა და მართვა
• ინვენტარისა და ძირითადი საშუალებების მართვა
• ფულადი ნაკადების მოძრაობის გამარტივებული მართვა
• ფიქსირებული აქტივების კონტროლი
• საბანკო ანგარიშების, რეკონსილაციისა და კოლექციების პროცესების მარტივი მართვა

წარმოება

• საწარმოო შეკვეთების ეფექტური მართვა
• მომარაგების გაუმჯობესებული დაგეგმვა
• მოქნილობა და სწრაფი რეაგირება მომხმარებლის მოთხოვნებზე
• საწარმოო სიმძლავრის საჭიროებების ეფექტური დაგეგმვა
• წარმოების ციკლის დანერგვა ფარმაცევტული წარმოების თავისებურებების გათვალისწინებით

მიწოდების ხაზის მენეჯმენტი

• დადასტურების პროცესების მართვა
• ინვენტარისა და პროდუქციის მართვა
• საწყობისა და დისტრიბუციის მართვა
• სწრაფი რეაგირება პროცესებზე
• ეფექტური თანამშრომლობა პარტნიორებთან

რეპორტინგი

• ბიუჯეტების მართვა
• რეპორტების შექმნა პარამეტრების მიხედვით
• რეპორტების დაკავშირება და გაერთიანება
• ტენდენციებისა და ურთიერთობების გაანალიზება
• თანამშრომლებთან კოლაბორაცია და ცოდნის გაზიარება

ადამიანური რესურსების მართვა

• თანამშრომელთა ჩანაწერები და კომენტარები
• გაცდენების კონტროლი
• რეპორტების შექმნა
• ბონუსების და სახელფასო სისტემის შემუშავება და ფინანსურ დეპარტამენტთან ავტომატური სინქრონიზაცია
• თანამშრომლების აღჭურვა ნაცნობი ინსტრუმენტებით
• დაბადების დღეებისა და დღესასწაულების დამახსოვრება
• ბიუჯეტი დანახარჯებისა და დროის მიხედვით

პროგრამის მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიმოხილვა :

ფასწარმოქმნა

• მოქნილი საშუალება, მართოთ ფასები და ფასდაკლებებები.
• ინდივიდუალური ფასები კონკრეტული დისტრიბუტორის, რეგიონის, ობიექტისა თუ ქსელისათვის და შესაბამისი მარკეტინგული პროცესების მართვა.
• გასაყიდი ფასებისა თუ ფასდაკლებების დიაპაზონის მარტივად აღრიცხვა ნებისმიერი პროდუქტის, კატეგორიის, ობიექტისა თუ ქსელის მიხედვით.
• კომბინირებული პროდუქცია და შესაბამისი ფასწარმოქმნა

დისტრიბუცია სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში

• სრული აღრიცხვა ნებისმიერ ორ ვალუტაში
• მიწოდებისა და გადაზიდვების ორგანიზება დაკონტროლი
• ინდივიდუალური პროდუქცია, ფასები და ფასდაკლებები კონკრეტული პარტნიორისთვის
• პროდუქციის გადაზიდვა ლოკაციებს შორის
• ანალიზი და რეპორტინგი

საწყობის პროცესების მართვა

NAV ANYWHERE –ADVANCED MOBILE SOLUTIONS FOR LOGISTICS

NAV- Anywhere არის მობილური აპლიკაცია სპეციალურად პროგრამისთვის Microsoft Dynamics NAV. ის მოქმედებს ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელსაც აქვს ბრაუზერის მხარდაჭერა, იქნება ეს ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი ოპერაციული სისტემებით: WindowsMobile/CE,Android,iOS.*

• გაზარდეთ პროდუქტიულობა საწყობის პროცესების პირდაპირი აღსრულებით ქაღალდის დოკუმენტების გარეშე.
• შეამცირეთ შეცდომათა რაოდენობა სწორი ნივთების გადაადგილებით, ნივთების სკანირებითა და ტრანზაქციის მომენტში შემოწმებით.
• დაზოგეთ დრო და ხარჯები თითოეული ტრანზაქციის რეალურ დროში განხორციელებით. ტრანზაქციების ქაღალდის დოკუმენტებიდან ხელით შეყვანა საერთოდ აღარ არის საჭირო.
• მიეცით თქვენს კომპანიას რეალური ხილვადობა ინვენტარის მართვის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე .

NAV Anywhere-ის მომწოდებელი არის „ბი აი თი“-საპარტნიორი საერთაშორისო კომპანია Dynamics Anywhere.

რას გთავაზობთ კომპნია ბი აი თი ამ მიმართულებით?

• ჩვენ ვართ დინამიური, მოქნილი და თქვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული კომპანია.
• ჩვენთან ურთიერთობა კარგად განსაზღვრული, უპრობლემო და ეფექტურია.
• ჩვენ არ გვაქვს უნივერსალური გადაწყვეტა, ჩვენ გვაქვს უნივერსალური მიდგომა, რომელიც გამოიხატება თითოეული კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრაში.
• ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ მიიღებთ თქვენს უნიკალურ ბიზნეს პროცესებსა და მოთხოვნებზე მორგებულ კომპლექსურ გადაწყვეტას.
ჩვენს პროგრამისტებსა და კონსულტანტებს ბიზნეს ინტელექტუალური ტექნოლოგიის შექმნასა და დანერგვაში რამოდონიმე წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვთ და ამასთან, მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას ახალი გამოწვევებისა და ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ.