კომპანია BIT-იმ Microsoft-თან თანამშრომლობით შექმნა Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ლოკალიზაციის ფუნქციონალი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მომხმარებლებს ისარგებლონ ამ პროდუქტით Microsoft-ის ღრუბელში.
Microsoft Dynamics 365 Business Central-ი ღრუბელში ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს მომავალში.
15.04.2022
![]() |
![]() |
კომპანია „ბი აი თი“ ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტი ემსახურება კომპანია “აჭარა ჯგუფ”-ში MS Dynamics NAV დანერგვას.
კომპანია “ “აჭარა +” უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ამჟამად იგი წარმოდგენილია შემდეგი ბრენდების სახით : Rooms Tbilisi; Rooms Kazbegi; Rooms Bakuriani; Stamba Hotel; Holiday Inn; Fabrika Hotel.
ინოვატორული პროექტების წყალობით, დიდია "აჭარა ჯგუფის" წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.
კომპანია „ბი აი თი“ პროექტის ფარგლებში ნერგავს და ავითარებს პროგრამის შემდგომ მოდულებს:
1. ფინანსური მოდული.
2. შესყიდვების მოდული.
კომპანია “ბი აი თი “ ცდილობს კლიენტზე მორგებული მოთხოვნების მიხედვით დაგეგმოს და განახორციელოს პროექტი მის ბოლო ფაზამდე.
ვიმედოვნებთ, რომ პროექტი „აჭარა ჯგუფისთვის“ აღმოჩნდება წარმატებული და თანამშრომლობა კი ნაყოფიერი.
03.01.2019
![]() |
![]() |
კომპანია „ბი აი თი“ ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტი ემსახურება კომპანია “სქაიტელ”-ში MS Dynamics NAV დანერგვას.
კომპანია “სქაიტელი” სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება და სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვა მსგავს კომპანიებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალ ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურეობის მიწოდებას, რისთვისაც კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლონოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანია „ბი აი თი“ პროექტის ფარგლებში ნერგავს და ავითარებს პროგრამის შემდგომ მოდულებს:
1. ფინანსური მოდული.
2. შესყიდვების მოდული.
3. გაყიდვების მოდული.
4. სასაწყობო მეურნეობა.
5. ინტეგრაცია არსებულ ბილინგის სისტემასთან.
კომპანია “ბი აი თი “ ცდილობს კლიენტზე მორგებული მოთხოვნების მიხედვით დაგეგმოს და განახორციელოს პროექტი მის ბოლო ფაზამდე.
ვიმედოვნებთ, რომ პროექტი „სქაიტელისთვის“ აღმოჩნდება წარმატებული და თანამშრომლობა კი ნაყოფიერი.
03.01.2019
![]() |
![]() |
კომპანია „ბი აი თი“ ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტი ემსახურება ლისი დეველოპმენტში MS Dynamics NAV დანერგვას.
ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება. კომპანია ლისი დეველოპმენტის მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნაა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაა.
ბი აი თი -ს პროქეტის მთავარი მიზანია იმ დეველოპერული პროცესებისა და პროექტების სრული აღრიცხვა და ფინანსური ანალიზი, რომელსაც ლისი დეველოპმენტი ამჟამად ახორციელებს.
პროგრამის დანერგვა უკვე დაიწყო შემდეგი მოდულების მიხედვით:
- ფინანსური მოდული
- შესყიდვების მოდული
- გაყიდვების მოდული
- სამშენებლო პროექტების მართვის მოდული
კომპანია “ბი აი თი “ ცდილობს კლიენტზე მორგებული მოთხოვნების მიხედვით დაგეგმოს და განახორციელოს პროექტი ბოლო ფაზამდე.
ვიმედოვნებთ, რომ პროექტი ლისი დეველოპმენტისთვისაც აღმოჩნდება წარმატებული და თანამშრომლობა კი ნაყოფიერი.
![]() ![]() |
2017 წლის 4-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მადრიდში, ჩატარდა Directions EMEA. მაიკროსოფტის ამ უმნიშვნელოვანესმა კონფერენციამ უმასპინძლა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც . კომპანია „ ბი აი თი“ , მისი დირექტორის კობა მახარაძის სახით, მიწვეული იყო ამ ღონისძიებაზე და მონაწილეობას იღებდა კონფერენციებსა და „ვორქშოფებში“. |
2018 წლის Directions EMEA მთავარი დებულება იყო მაიქროსოფტის მიერ ახალი სამუშაო სტრატეგიის წარმოდგენა თავისი პარტნიორებისთვის. მაიქოროსფტის ამჟამინდელი სტრატეგიული მიმართულება იქნება , Microsoft Dynamics 365, ასევე ისინი განაგრძობენ აქტიურ მუშაობას Dynamics NAV - ის განვითარებაზე. მაიკროსოფტმა ასევე დააანონსა , რომ Dynamics NAV 2018 გამოვა 2017 წლის დეკემბერში. | ![]() |
![]() |
კომპანიის მთავარმა წარმომადგენელმა და გენერალურმა მენეჯერმა , Marko Perisic- მა გააკეთა მაიკროსოფტის ახალი სტრატეგიის და Dynamics 365 Tenerife - ს პრეზენტაცია. აქ განიხილული მნიშვნელოვანი საკითხებიდან, რომელიც აქტუალური იქნება 2018 წელს მაიკროსოფტის პარნიორი კომპანიებისთვის , გამოირჩეოდა სიახლეები, რომელიც Microsoft Dynamics NAV - თან დაკავშირებით დაანონსდა . |
კერძოდ: • Dynamics NAV On Premise და NAV Cloud-ში ორივე იქცევა ერთ პროდუქტად და დაერქმევა Dynamics 365 Tenerife. • მაიკროსოფტი განაგრძობს თავის პროდუქტების ინტეგრაციას და ბიზნეს გადაწყვეტილებების კუთხით აპირებს Business Suite-ის დამზადებას რომელიც გააერთიანებს: Microsoft Office 365 + Linked In + Dynamics 365 • ნავიჟენის პროგრამირება გადავა VS Code-ზე სადაც პროგრამირების ენა იქნება AL + JavaScript-ი. |
![]() |
![]() ![]() |
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, მაიქროსოფტს წარმოედგინა თავისი პარტნიორი კომპანიებისთვის რომ ეს გაერთიანება,
როგორც ახალი შესაძლებლობა : Microsoft Office 365 + Linked In + Dynamics 365 იქნება უფრო მეტად მომგებიანი და ნაყოფიერი მომავალი ბიზნეს საქმიანობისთვის.
კომპანია „ ბი აი თი“ ისევე როგორც მანამდე , ახლაც მიყვება მაიკროსოფტის მიმდინარე ტენდენციებს ბიზნეს საქმიანობაში და ამ მიმართულებით იწყებს განვითარებაზე ზრუნვას. 22.10.2017 |
![]() |
2014 წლის 8 თებერვალს Holiday Inn-ში "ღვინის ეროვნული სააგენტოს" მხარდაჭერით. "მეღვინეობა ხარებამ" და Microsoft-მა ერთობლივი კონფერენცია გამართეს, რომელშიც მონაწილეობა კომპანია „ბი აი თი“ -მაც მიიღო. კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართველი მეღვინეებისა და საზოგადოებისათვის გაეცნოთ დაგეგმვის, მართვის თანამედროვე, ერთიანი სისტემა Microsoft Dynamics NAV (former NAVISION). ღვინის ეროვნული სააგენტო და Microsoft მხარს უჭერენ ღვინის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და იმედოვნებენ, რომ "მეღვინეობა ხარებას" მაგალითს ღვინის სხვა კომპანიებიც გაიზიარებენ. აღრიცხვის ერთიანი სისტემა, რომელშიც ბიზნესის ყველა რგოლია გაერთიანებული, კომპანიებს დაეხმარება დაზოგონ რესურსები, სწორად მოახდინონ ფინანსური მენეჯმენტი და ბიზნეს ანალიზი, ასევე განავითარონ ბიზნეს საქმიანობა. |
"მეღვინეობა ხარება“ ამჟამად ერთადერთი ღვინის კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც რესურსების დაგეგმვისა და მართვის სისტემას NAVISION-ს იყენებს. NAVISION-ის დანერგვა "მეღვინეობა ხარებაში" "ბი აი თი"-ს მიერ განხორციელდა. პროექტი იმდენად კომპლექსური, საინტერესო და წარმატებული იყო, რომ Microsoft-მა сase-study გამოაქვეყნა თავის საერთაშორისო საიტზე. გაეცანით сase-study-ს |
![]() |
კომპანია ბი აი თი დაჯილდოვა Microsoft Partner Network -ის ფარგლებში. აღნიშნული თანამშრომლობა ბი აი თი -ს საშუალებას მისცემს ახალი სამუშაო გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების შექმნაში, მათ განავითარებასა და სრულყოფაში.