Brand Logo

პროექტები

წარმატებული პროექტები

პროექტი McDonald's - ში

კომპანია „ბი აი თი“-მ Microsoft Dynamics NAV – საერთაშორისო კომპანია McDonald's-ში წარმატებით დანერგა. McDonald's სწრაფი კვების რესტორების უმსხვილესი ქსელია მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში. 2009 წლისთვის McDonald's-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ 118 ქვეყანა და 32 060 რესტორანი მოექცა, აქედან 14000 აშშ-ში მდებარეობდა. 25 578 რესტორანი იმართება ფრანჩაიზინგის პრინციპით, შედეგად რესტორნების ასორტიმენტი და ზომები მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში. ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება წარმოებულია ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოში ფუნქციონირებს McDonald's- ის 13 რესტორანი: 7 თბილისში, 1 რუსთავში, 2 ქუთაისში, 2 ბათუმსა და 1 ზუგდიდში. კომპანიის სიდიდისა და გაყიდვების მრავამხრივობიდან გამომდინარე , McDonald's -ის პროექტი რთული და მრავალფეროვანი იყო. პროგრამის დანერგვა და განვითარება რამოდენიმე ეტაპად მოხდა. ნაწილი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
Microsoft Dynamics NAV-ის დანერგვით კომპანია McDonald's -ის ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაცია მოხდა, რაც მოიცავს კორპორაციის აღრიცხვის შემდეგ სფეროებს:
1. ფინანსური მოდული.
2. შესყიდვების მოდული.
3. გაყიდვების მოდული.
4. წარმოების მოდული კვების მრეწველობისთვის.
5. მარაგების მართვის მოდული.
6. დოკუმენტების მოძრაობის მართვის მოდული. როგორც ფინანსური ასევე იურიდიული დოკუმენტებისთვის.
7. ადამიანური რესურსების მართვის მოდული და ხელფასების მოდული.
8. ლოგისტიკის მართვის მოდული.
9. ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით გაყიდვების პროგნოზი და შესყიდვების დაგეგმვა.
10. ინტეგრაცია მაკდონალდსის ფრონტის (POS) სისტემასთან. ავტომატურად ხორციელდება დღის ნავაჭრის იმპორტი ნავიჟენში.
პროექტი საკმაოდ წარმატებული , ხოლო ორ კომპანიას შორის ურთიერთ თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა. კომპანიები კვლავ განაგრძობენ მუშაობას ახალი პროექტების შექმნისა და განვითარებისთვის, კერძოდ, ამჟამად მიმდინარეობს მარკეტინგის მოდულის დანერგვა.

„მეღვინეობა ხარება“ კომპანიისა და პროქტის შესახებ

„მეღვინეობა ხარება“ ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია ჩვენს რეგიონში და ღვინოების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებსაც .Microsoft Dynamics NAV - ის დანერგვით „მეღვინეობა ხარება“-მ ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაცია მოახდინა. პროგრამაში აღირიცხება და იმართება კომპანიის ყველა რესურსი. „მეღვინეობა ხარება“ სრულად და წარმატებით იყენებს “Microsoft Dynamics NAV”- ის მზა და მრავალფეროვან ფუქნციონალებს. ეს მენეჯმენტს საშუალებას აძლევს რეალურ დროში მიიღოს უახლესი ინფორმაცია ბიზნეს პროცესების და შესრულებული სამუშაოების შესახებ. პროგრამის დანერგვით, „მეღვინეობა ხარება“-მ შეძლო ღვინის წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი, ფასწარმოქმნა ავტომატიზებული გაეხადა და მიეღო რეალური მაჩვენებლები.
„მეღვინეობა ხარება“ იყენებს Microsoft Dynamics NAV - ის შემდეგ მოდულებს:
• სოფლის მეურნეობის სამუშაოები
• წარმოება
• თვითღირებულებები და ფასები
• გაყიდვები და მარკეტინგი
• საწყობი და ლოჯისტიკა
• დისტრიბუცია
• ფინანსური მენეჯმენტი
• რეპორტინგი
• ადამიანური რესურსების მართვა
• პროექტების მართვა

აღსანიშნავია ისიც, რომ "მეღვინეობა ხარება“ ამჟამად ერთადერთი ღვინის კომპანიაა კავკასიის რეგიონში , რომელიც რესურსების დაგეგმვისა და მართვის სისტემას NAVISION - ს იყენებს. NAVISION - ის დანერგვა "მეღვინეობა ხარება“-ში "ბი აი თი" -ს მიერ საკმაოდ დიდი წარმატებით განხორციელდა. პროექტი იმდენად კომპლექსური, საინტერესო და წარმატებული იყო, რომ Microsoft - მა сase - study გამოაქვეყნა თავის საერთაშორისო საიტზე.

“აი სი არ”- ის შესახებ

“საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ ” საქართველოს ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს და ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ისეთებს ბრენდებს წარმოადგენს როგორიცაა “ეკკო”, ”ჯეოქსი”, “ბატა”, ”ოკაიდი, ობაიბი”, “ჯულსი”, ”ჯოვანი გალი”, “ბონობო”, “კაშკაში”, “ალკოტი”, “პიაცა იტალია”, “პარფოისი”, “სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა”, ავეჯის სახლი “ჩემი სახლი” და სხვა. მაღაზიები განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც .

2012 წლიდან კომპანიამ დაიმატა კვების მიმართულების სამი ახალი ბრენდი: ფრანგული კაფე - ბულანჟერე “ბრიოშდორე” და იტალიური პიცერია - სტეიკჰაუსი “პომოდორისიმო.” ასევე, ახალი ქართული რესტორანი -“ტაბლა”. “აი სი არ”ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური რითეილერია საქართველოში, ამჟამად ფლობს 70 - მდე ობიექტს და 500-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული .


კომპანიამ „ბი აი თი“ Microsoft Dynamics NAV საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ”-ში წარმატებით დანერგა. “ საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ ”-ის მთავარი პრობლემა იყო საერთო აღრიცხვის სისტემის არქონა. აღრიცხვა თითოეული მაღაზიისა თუ რესტორნის დონეზე ხორციელდებოდა, ამასთან განცალკევებულად ინერგებოდა მოდულები თითოეული ბიზნეს პროცესების სამართავად. Microsoft Dynamics NAV-ის დანერგვით კორპორაცია აი სი არ „ -ის ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაცია მოხდა, რაც მოიცავს კორპორაციის აღრიცხვის ყველა სფეროს:

1. ფინანსები და ბუღალტერია
2. შესყიდვები
3. სასაწყობო მეურნეობა და ლოჯისტიკა
4. კორპორატიული გაყიდვები
5. საცალო გაყიდვების ავტომატიზაცია საცალო ვაჭრობის ობიექტებში (70-მდე მაღაზია)
6. ადამიანური რესურსების მართვა
7. ანალიტიკა და რეპორტინგი

ამჟამად “აი სი არ”-ის თითოეულ მაღაზიაში, თითოეულ გაყიდვის წერტილში მუშაობს კომპანია „ბი აი თი“ -ის მიერ შექმნილი POS-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული Microsoft Dynamics NAV-თან, რაც “აი სი არ”-ის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს სრული ინფორმაცია მიიღოს სავაჭრო ობიექტებიდან ონლაინ რეჟიმში.

პროექტი საკმაოდ წარმატებული , ხოლო ურთიერთ თანამშრომლობა 2 კომპანიას შორის ნაყოფიერი გამოდგა. კომპანიები კვლავ განაგრძობენ მუშაობას ახალი პროექტების შექმნისა და განვითარებისთვის.