Brand Logo

რა არის ERP

რა არის ERP

კომპანიის რესურსების მართვა – ERP ( (Enterprise Resource Planning) ERP არის ერთიანი ინფორმაციული სისტემა, რომელიც მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მართოს კომპანია საუკეთესო ბიზნეს გამოცდილების თუ სტანდარტების გამოყენებით. ERP სისტემა ერთიან უწყვეთ ჯაჭვში აერთიანებს ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიის, წარმოების, მატერიალური მარაგების, დაგეგმარების, გაყიდვების, შესყიდვების, დისტრიბუციისა და სხვა ბიზნეს ერთეულების პროცესებს. ERP სისტემა ახდენს კომპანიის მართვის კომპლექსურ ავტომატიზაციას, მაგრამ ეს მხოლოდ კომპიუტერული სისტემების დანერგვა როდია. ამ სისტემის დანერგვა ნიშნავს ახალ მმართველობით კონცეფციაზე გადასვლას, რომელიც თავის თავში გულისხმობს მართვის ახალი სტანდარტებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას. ERP სისტემა ესაა:
- კომპანიაში აღრიცხვიანობის მოწესრიგება და კონსოლიდაცია;
- სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა;
- ზუსტ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომპანიის განვითარების სცენარების დაგეგმარებისა და მოდელირების შესაძლებლობა;
- ფინანსური საკითხების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა;
- ხარჯების და შემოსავლების გეგმა/ფაქტიური ანალიზი;
- გადახრების კონტროლი;
- რეალური თვითღირებულების და მოგების კონტროლის შესაძლებლობა;
- წარმოების პროცესის ეფექტურობის გაზრდა და გამოშვებული პროდუქციის მომგებიანობის გაზრდა;
- კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობა კომპანიის მენეჯმენტისთვის და მფლობელებისთვის.
მართეთ თქვენი ბიზნესი მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს გამოცდილების გამოყენებით! კომპანია “ბი აი თი” დაგეხმარებათ ბიზნეს პროგრამული სისტემის დანერგვის სრული ციკლის მანძილზე.